fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს, ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას – ზალკალიანი

12:35 October 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
779
ნახვა

პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

„ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს, ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები, ისევე როგორც ყველა წინა არჩევნები, 2012 წლიდან მოყოლებული, შესაბამისობაში იყოს ეუთოს დემოკრატიულ პრინციპებთან და სტანდარტებთან. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.

38 ქვეყანაში 52 უბანია გახსნილი. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანას პანდემიასთან დაკავშირებით აქვს შესაბამისი პრობლემები, რეგულაციები, ზოგან სრული კარანტინია, ჩვენ ბუნებრივია თითოეული ქვეყნის წესებს და პროტოკოლებს ვემორჩილებით. ორი ქვეყნიდან გვაქვს შეტყობინება ოფიციალურად, აზერბაიჯანიდან და სალონიკიდან. სალონიკში სრული ლოქდაუნია, წითელ ზონადაა გამოცხადებული, ამიტომ არ მოგვცეს ნებართვა, რომ გახსნილიყო საარჩევნო უბანი, ათენში საარჩევნო უბანი ჩვეულებრივად გაიხსნება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, საომარი მოქმედებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა არ იქნება გაიხსნას უბანი. სხვაგან ყველგან უზრუნველყოფილია მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, აპრილიდან დავიწყეთ არჩევნებისთვის მზადება, ყველა ორგანიზაციაში, ქვეყნებში გაგზავნილი იყო მოსაწვევები. ეუთო/ოდირი უკვე ადგილზეა. 48 საერთაშორისო ორგანიზაციის, 900-მდე დამკვირვებელია დარეგისტრირებული, რაც პანდემიის პირობებში უპრეცედენტო რაოდენობაა. ქვეყანამ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათ უსაფრთხო გარემო შეჰქმნოდათ. მაღალი შეფასება გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებისგან, თუ როგორ უზრუნველყო ქვეყანამ მათი მიღება“,- განაცხადა ზალკალიანმა.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიდავით ზალკალიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

September 29, 2021
842
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

September 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

September 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია