ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდში მიმავალ ბეტონმზიდის მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მოსახვევში ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ეზოს ჯებირი და ასევე ელექტროგადამცემი ბოძი.
როგორც შსს-ში ამბობენ, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
ავტორი: თეა შონია

ფოტო: იაგო ჭაჭია











