ხობის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლი ხათუნა სოფრომაძეს ეკუთვნოდა. ხის ორსართულიანი სახლი გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.
ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო,რომ არსებობდა მიმდებარე სახლებზე გადადების საშიშროება.
მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მოსვლამდე საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას.
მათივე განმარტებით,სულ ორი სახანძრო მანქანაა და აქედან ერთი სოფელ საკიჯაოში იყო გამოძახებაზე.
ავტორი: თეა შონია










