ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სადისტრიბუციო მიკროავტობუსს, რომელიც ბოძს დაეჯახა, ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.











