ხულოში, სოფელ კურცხალში, სატვირთო გზიდან გადავარდა. ავარიას შუახნის კაცი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











