ხვალ, უნივერსიტეტებში სწავლა განახლდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო.
სწავლა უკვე განახლდა სკოლებსა და ბაღებში, თუმცა რიგ შემთხვევებში, იქ სადაც კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, მოსწავლეებმა დისტანციური სწავლება განაგრძეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1192 შემთხვევა დაფიქსირდა.











