ხვალიდან მოქალაქეები საფლავებზე გასვლას შეძლებენ.
დღეს პანდემიის პირობებში სადღესასწაულოდ საფლავებზე გასვლასთან დაკავშირებით ამოქმედებული შეზღუდვის ბოლო დღეა.
საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე დღეა სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
შეზღუდვის დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.











