fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხვალიდან თბილისში გადაადგილება შეიზღუდება – ნახეთ მოძრაობის სქემა

14:08 December 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

“დედაენის ბაღში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩის (მშრალი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 დეკემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ იუსტიციის სახლის მხრიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩების, რუსთაველის გამზირის, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

„ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ტოლსტოის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსი – N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით, ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდება და დადგენილი სქემით იმოძრავებს;

ავტობუსი – N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებზე გადაადგილდება და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს;

მიკროავტობუსი – N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობს, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ გაივლის ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგაც, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებით, ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდება და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

მიკროავტობუსები – N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ;

მიკროავტობუსი – N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. შემდეგ, მიკროავტობუსი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N140 იმოძრავებს დადგენილი სქემით;

მიკროავტობუსი – N150 გორგასალის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით კი, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მიკროავტობუსი პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლებს და გორგასალის ქუჩაზე მოხვდება, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თეგები: ავტობუსები

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია