„ყველაზე მთავარია პირბადე, პირბადე და პირბადე. კიდევ 1 წელი უნდა მივეჩვიოთ პირბადით ცხოვრებას, ეს უნდა იყოს ჩვენი თანამგზავრი. მას აქვს დიდი დამცველობითი უნარი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.











