„ჩვენი საიმედო და ეფექტიანი თავდაცვითი ბირთვული შემაკავებლით, ამ დედამიწაზე ომი აღარ იქნება,- ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინიმა განაცხადა.
„ჩვენი საიმედო და ეფექტიანი თავდაცვითი ბირთვული შემაკავებლით, ამ დედამიწაზე ომი აღარ იქნება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი სამუდამოდ იქნება დაცული”, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა სიტყვით გამოსვლისას.
კორეის ომის დასრულების 67-ე წლის იუბილეზე, ვეტერანებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეას საშუალებას მისცემს, „თავი დაიცვას იმპერიალისტებისა და მტრული ძალების მხრიდან ნებისმიერი დიდი ზეწოლისა და სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ“.











