ამნისტიის კანონპროექტის შესახებ მუხლები გამოქვეყნებულია და დაკონკრეტებული, თუ ვის ეხება ის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი 1000-მდე პატიმარს შეეხება.
„დაახლოებით, 1 000-მდე პატიმარს შეეხება ეს კანონპროექტი. რაც შეეხება იმ 5 პირს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციიის წარმომადგენლები პოლიტპატიმრებს უწოდებენ, მათ ეს კანონპროექტი არანაირი ფორმით არ ეხებათ“, – განაცხადა კობახიძემ.











