fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კობახიძე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გამოძიებული და შესწავლილი იყოს ყველაფერი რაც უკავშირდებოდა ამ ძალადობას

23:56 July 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

დღეს კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებს… რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს ამ დღეების განმავლობაში, ეს ყველაფერი შეგვიძლია სხვადასხვა კუთხით შევაფასოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„ის რაც მოხდა 5 ივლისს, ყველასათვის მძიმეა… იყო ძალადობის არაერთი შემთხვევა, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რაც არ მომხდარა არასდროს ასეთი ტიპის შეკრებების დროს. ჩვენ გვახსოვს მძიმე ძალადობა ჟურნალისტებზე, წინა ხელისუფლების პირობებში. მაგალითად „იმედის“ დარბევის დროს, სხვა შემთხვევებში, მაგრამ რაც შეეხება ასეთი ტიპის ძალადობას, როდესაც შეკრების მონაწილეები ძალადობენ ჟურნალისტებზე, ასეთი რამ არ ყოფილა და არ მომხდარა საქართველოში. ამის გამოც იყო ძნელად პროგნოზირებადი პოლიციისთვის ამ შემთხვევაში ასეთი ქმედებები და შესაბამისად რეაგირება ასეთ ფაქტებზე გართულდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ გამოძიებული და შესწავლილი იყოს ყველაფერი რაც უკავშირდებოდა ამ ძალადობას. „სადაც იყო ძალადობა, იქ უნდა დადგეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მთლიანობაში მე გუშინ გადავამოწმე სტატისტიკა და 100-ზე მეტი ადამიანია უკვე ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ხდება საქმეების შესწავლა, გამოძიება და ამის შესაბამისად ბუნებრივია დადგება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ასევე პარლამენტში შს მინისტრის მისვლის საკითხზეც ილაპარაკა. „შინაგან საქმეთა მინისტრი მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, პარლამენტს , იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართა მოვლენები, როგორ იყო მობილიზებული შს სამინისტრო, რამ გაართულა რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას და ყველას ექნება კითხვების დასმის საშუალება და ბუნებრივია ყველა მიიღებს პასუხებს დასმულ კითხვებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მთლიანი პასუხისმგებლობაც სწორედ ესაა. „ბუნებრივია თუ ვინმე ეცდება საბოტაჟს, ჩვენ ამის საშუალებას ვერ მივცემთ, მით უმეტეს ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან დესტრუქციით, რასაც სჭირდება სათანადო პასუხი. თუ ისინი ეცდებიან დესტრუქციას, ჩვენ არავის მივცემთ სხდომის ჩაშლის საშუალებას და არც სხვანაირი დესტრუქციული ზრახვების განხორციელების საშუალებას. ამ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მორალის ზღვარი, ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთეს მათი ქმედებებით. თუნდაც დღევანდელი ეთერით, რაც ჩვენ ვიხილეთ „ტვ.პირველში“, ეს იყო ამორალური და დარწმუნებული ვარ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასე განიხილავს და აფასებს ამ ტელევიზიის დღევანდელ ეთერს. ასევე ამორალურია, რომ დილიდანვე, როცა გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, ნოდარ მელაძემ ზუსტად იცოდა რაშიც იყო საქმე და ამის მიუხედავად მან გადაწყვიტა, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე ეცადა პოლიტიკური ქულების დაწერა და არეულობის მოწყობა. ეს ამორალური ქმედებაა და ბუნებრივია ეს აჩვენებს ამ ადამიანების აბსოლუტურად ამორალურ სახეს“, – განაცხადა კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

December 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

November 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

November 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია