არჩევნები არ გაყალბებულა და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის და განსაკუთრებით ეუთო/ოდირის დასკვნა. ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არაფერი ეწერა პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით რიგგარეშე არჩევნებზე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია – ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. სამაგიეროდ, ჩვენ წარმოვადგინეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ პარალელური დათვლის გაყალბების მტკიცებულებები. ჩვენ შევთავაზეთ გადამოწმების ყველა საშუალება, მათ შორის გადათვლა, პოლიტიკური დებატები, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ა.შ. ყველაფერზე მივიღეთ უარი, იმიტომ რომ მათმა 11 000-მა კომისიის წევრმა ხელი მოაწერა იმ ოქმებს. არჩევნები არ გაყალბებულა და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის და განსაკუთრებით ეუთო/ოდირის დასკვნა. ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არაფერი ეწერა პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით რიგგარეშე არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.











