კონგომ ებოლას აფეთქება დასრულებულად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ებოლათი კონგოს აღმოსავლეთ პროვინციაში 12 ადამიანი ინფიცირდა, გარდაიცვალა 6-ი.
Medecins Sans Frontieres (MSF)-ის მონაცემებით, 1 600-მა ადამიანმა Merck’s-ის ებოლას ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინირებულებს შორის ინფიცირებულების კონტაქტები და მათი კონტაქტები იყვნენ.
კონგოში ებოლათი გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 3 თებერვალს დაფიქსირდა.











