fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა

12:12 July 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
800
ნახვა

ზემო ფონიჭალაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს 4 000 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართით  უზრუნველყოფს ის კომპანია,  რომელმაც მერიის მიერ ზემო ფონიჭალაში მდებარე  17 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა.

„მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების თემას. სულ 3 500 ოჯახი იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ეს ვალი სახელმწიფოს აღიარებული აქვს, ჩვენ დავპირდით ამ ადამიანებს, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ბევრი ოჯახი უკვე საკუთარი ბინების მოლოდინშია, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა 17 500 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, ზემო ფონიჭალაში და გვყავს უკვე გამარჯვებული შპს „პერსპექტივა“, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს დაზარალებული ოჯახები საცხოვრებელი ფართით თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ პირობა გვაქვს ამ ადამიანებისთვის მიცემული, რომ აუცილებლად შევძლებთ მათ დაიბრუნონ თავიანთი საცხოვრებელი ფართები. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროცესის  რიგითობის კრიტერიუმიც განმარტა და აღნიშნა, რომ რიგითობის განმსაზღვრელი, რაოდენობიდან გამომდინარე, ოჯახების სოციალური ქულები იქნება.

„რიგითობას რაც შეეხება, აქაც მარტივი გამოსავალი ვნახეთ – სოციალური ქულების მიხედვით მივაწოდებთ ადამიანებს ბინებს. რადგან 3 500 ოჯახზეა საუბარი, შეუძლებელი იყო რიგითობის დადგენა. ამდენად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების თანმიმდევრობის განმსაზღვრელი სოციალური ქულებია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია