ქუთაისში, ბოლო 24 საათში კოვიდინფექციის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება, სადაც რამდენიმე დღის წინ ვირუსი ხუთ ადამიანს დაუდგინდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში ვირუსი 196 ადამიანს დაუდასტურა. გამოჯანმრთელდა 40.
კარანტინში იმყოფება 4988 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 836 პირი.
ასევე ნახეთ: ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი
ავტორი: კესო მოლაშხია











