ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა და ამიტომ იმყოფება ის თვითიზოლაციაში .
მისი თქმით, მას შვილიშვილთან კვირას ჰქონდა კონტაქტი, ორშაბათს კი კორონავირუსი დადასტურდა.
„ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, რომელთანაც კვირას მქონდა კონტაქტი და დაუდგინდა ორშაბათს, ამიტომ გადავედი თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“.
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ერთი პირველი ინფიცირებული იყო.
ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინდა და 1 აპრილს ის ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
ექსპერტობა ძალიან მარტივია, საქმის კეთებაა რთული! – ნიკოლოზ გამყრელიძე











