ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ 7 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.
ყველა მათგანი ენგურჰესის თანამშრომელია. ამ დრომდე საბერიოში კოვიდ-19 სულ 53 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან უმრავლესობა ენგურჰესის თანამშრომელია, დანარჩენი მათი კონტაქტები. მათ, სავარაუდოდ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში გადაანაწილებენ.
„მიუხედავად ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირების მზარდი რაოდენობისა, ენგურჰესი აგრძელებს მუშაობას“ – ამბობს ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია.
რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 60 კოვიდადასტურებული და 4 ცხელების ნიშნებით მოთავსებული პაციენტი მკურნალობს.
ავტორი: თეა შონია











