შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთავის N22-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში განუცხადა.
„ყველა ცენტრში ერთდროულად დაიწყო რეგისტრაცია და ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადდნენ, შევახსენებ მათ, რომ მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება. გუშინ, რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე, გვქონდა დაგვიანების 6 შემთხვევა და გამოცდიდან მოხსნის ფაქტი საბედნიეროდ, გუშინ არ გვქონია“, – განაცხადა გორგოძემ.
ცნობისთვის, 1-ელ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გუშინ კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა.









