კორონავირუსმა ლილოს მოხუცთა თავშესაფარშიც შეაღწია. ინფექცია ბენეფიციერების უმრავლესობას, 42 ადამიანს დაუდასტურდა. ახლა მათი ნაწილი კოვიდკლინიკაში, ნაწილი კი – ადგილზე მკურნალობს.
„როდესაც ცალკეულ ბენეფიციარებს გამოუვლინდათ სიმპტომები და სავაადმყოფოში გაიყვანეს, სადაც დაუდასტურდათ კოვიდი, გავაკეთეთ ორგანიზება და ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სწრაფი ტესტირება. მაქსიმალურად მოვახდინეთ სხვა ბენეფიციარებისგან კოვიდადებითი ბენეფიციარების გამიჯნვა და ერთმანეთთან ურთიერთობაში არ იყვნენ“, – აცხადებენ მოხუცთა თავშესაფარში.











