ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომელ წყაროს მიეკუთვნება 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სამი ინფიცირებულის წყარო უცნობია.
„ორის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, სამი არის შემოტანილი შემთხვევა და სამზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით.
გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82-ია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა.
დღევანდელი მონაცემებით კრიტიკული პაციენტების რაოდენობა უცვლელია. სულ გვყავს 4 კრიტიკულ იდა 17 მძიმე პაციენტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 1196 ადამიანი, გარდაცვლილი კი 19.











