კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო არგენტინა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საზღვარზე კონტროლისა და პრევენციული ზომების გამკაცრება აუცილებელია.
„შემაშფოთებლად იზრდება კოვიდის შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა არგენტინის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა კოვიდის ახალი შტამის გავრცელების გამო დამწუხრებულია. არგენტინის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს ბრაზილიაში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ.











