კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო პარიზის დისნეილენდის გახსნა 2 აპრილამდე გადაიდო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ევროპაში არსებული მდგომარეობის გამო, დისნეილედი 13 თებერვალს არ გაიხსნება, როგორც ეს დაგეგმილი იო. თუ სიტუაცია საშუალებას მოგვცემს დისნეილენდი 2 აპრილს გაიხსნება“,- აღნიშნულია დისნეილენდის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.











