კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ფინეთმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადადო.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ფინეთის მთავრობის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არჩევნები 18 აპრილის ნაცვლად 13 ივნისს გაიმართება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ფინეთში კორონავირუსის 61,552 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 767 ადამიანი.











