კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ბელგია შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
კერძოდ, ქვეყანა აუქმებს მოთხოვნას გარე სივრცეებში პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით. პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში: მაღაზიებში, კინოთეატრებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
„პირბადის ტარება უმნიშვნელოვანესია პანდემიის პერიოდში. თუმცა, ამასთან მუდმივ რეჟიმში, ყველა სივრცეში მის ტარებას აზრი არ აქვს“,- განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ასევე, 1 ოქტომბრიდან მცირდება თვითიზოლაციისთვის დადგენილი ვადა – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი იზოლაციაში 7 დღის მანძილზე უნდა იყოს.











