ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ ვაქცინამ შესაძლოა ძალა დაკარგოს, თუმცა მეორე გენერაციის ვაქცინის შექმნა 4-6 კვირაში იქნება შესაძლებელი.
“არსებულმა ვაქცინებმა შესაძლოა დაკარგონ ძალა ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ! p.s. შეიქმნება მეორე გენერაციის ვაქცინები, თუ ამის საჭიროება იქნება სულ რაღაც 4-6 კვირაში”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.











