მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,13 პროცენტს შეადგენს
ამასთან, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,7 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,87% პროცენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 129 ტესტი.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 690 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი, გარდაიცვალა.











