თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განამრტავს, რომელ რეგიონებს მიეკუთვნება დღსე დადასტურებული 182 შემთხვევა.
როგორც იგი აღნიშნავს, ყველაზე მეტი მონაცემი მაინც აჭარას უკავშირდება.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
აჭარა – 129, აქედან ბათუმი არის 114; თბილისი – 34; იმერეთი – 11; ქვემო ქართლი, რუსთავის სახით – 4, გურიაში -3, ხოლო კახეთში – 1
მისივე თქმით, ამ დროისთვის სულ 1657 პაციენტი მკურნალობს. აქედან 11 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა უკვე 75-ს გადასცდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებუილა 1435 ადამიანი.











