სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მხოლოდ აფთიაქები, ბანკები და ღია ტიპის კვების ობიექტები იქნება ღია.
„იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მიმართულებით ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მის სოფლებს შორის. დაბა მესტია, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონიონირების უფლება ექნებათ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს , სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ ობიექტებს. თავშეყრის ადგილებზე გაკონტროლდება დისტანციის დაცვა,”- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
დღეს, მესტიაში კორონავირუსის ახალი 17 შემთხვევა დაფიქსირდა.











