ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. სოფელ შილდის მეორე საბავშვო ბაღის დაკეტვის მიზეზი ერთ-ერთი ჯგუფის აღმზრდელისა და ძიძას კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
ყვარლის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ნონა დავითაშვილის განმარტებით, დღეისათვის ბაღი სრულად დაკეტილია.
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ბაღი დავკეტეთ და დეზინფექცია ჩავატარეთ. ყველა აღსაზრდელის უსაფრთხოებისათვის ასე ვამჯობინეთ. იმ ჯგუფს, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, უფრო დიდხანს მოუწევს სახლში ყოფნა. ამ საკითხზეც, ეპიდემიოლოგების რეკომრნდაციას შევასრულებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ყვარლის მუნიციპლიტეტში სულ 22 საბავშვო ბაღია.
1-ელ მარტს სააღმზრდელო პროცესის დაწყებისათვის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება გავლილი არ ჰქონდათ.
ფაქტის გახმაურებას, ბაგა-ბაღების გაერთიანების იმჟამინდელი დირექტორის, ზაზა ზაუტაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











