რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინის პირველი ნაკადი სამოქალაქო მიმოქცევაში ჩაუშვა. ამის შესახებ რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას themoscowtimes-ი ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, ვაქცინამ ხარისხის გამოცდის შესაბამისი ლაბორატორიული ტესტირება წარმატებით გაიარა. უახლოეს მომავალში ვაქცინის მიწოდება დაიწყება რეგიონებშიც.
ვაქცინაციის პარალელურად, ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა დაიწყება. მესამე ფაზის ტესტირებაში 40 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას











