ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ერთ თვეში შემოვა.
მისივე თქმით, ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა იგეგემება.
„მე რამდენადაც ვიცი ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა შესაძლებელი გახდება ერთ თვეში. არ ვიცი, სავარაუდოდ იქნება „ფაიზერი“.
„ფაიზიერის“ შესახებ წარმოებს პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს, პირადად პრემიერ-მინიტრს, პირადად ჯანდაცვის მინისტრსა და ამერიკის მხარეს ასევე მომწოდებელ კომპანიას იგივე „ფაიზერს“ შორის.
და ძალიან დიდ პოზიტიურ როლს თამაშობს აშშ-ს ელჩი. ჩემის აზრით და აშშ-ს ელჩის დახმარებით საქართველოში შემოტანილი იქნება „ფაიზერის“ ვაქცინის რაღაც რაოდენობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.











