7 დეკემბერს კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვთ ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 337, იმერეთში – 397, ქვემო ქართლში – 175, შიდა ქართლში – 108, გურიაში – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 177, კახეთში – 80, მცხეთა-მთიანეთში – 90, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 501 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 988 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 36.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1282 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 6897.











