საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
19 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 455 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 62, ქვემო ქართლი – 58, შიდა ქართლი – 23, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.46 %-ია.











