საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
16 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 980 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 155, ქვემო ქართლი – 96, შიდა ქართლი – 48, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72, კახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 4.75 %-ია.











