საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
30 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 727 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა – 247, იმერეთი – 180, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 140, გურია – 72, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 171, კახეთი – 174, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთ კიდევ 1 915 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 78. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.94%-ია.











