საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
31 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 200 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა – 43, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 6, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.95 %-ია.











