საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
21 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 930 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა – 602, იმერეთი – 638 ქვემო ქართლი – 249, შიდა ქართლი – 272, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 298, კახეთი – 471, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.
ცნობისთვის, 21 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რიცხვმა კი რეკორდს – 74 ადამიანს – მიაღწია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.52%-ია.











