საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
28 აპრილის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 918 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 69, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 5.26%-ია.











