საქართველოში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება.
10 მარტის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 44, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ცნობისთვის, წინა დღეებთან შედარებით, 10 მარტს კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ქვეყანაში გაიზარდა და 513 შეადგინა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 96 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 12.










