საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება. თბილისში კორონავირუსით 237 ადამიანი დაინფიცირდა.
შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 22, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 450 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 8, ხოლო გამოჯანმრთელდა 254.











