საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
14 აპრილის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 664 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 31, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 120, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











