კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ავსტრიამ შეზღუდვების შემსუბუქება დროებით გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
შეზღუდვების შემსუბუქება 27 მარტს იყო დაგეგმილი. თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კაფეების, რესტორნებისა და ბარების გახსნა დროებით გადაიდო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრიაში კორონავირუსის 516,565 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 9,089 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 475,227-ს შეადგენს.











