კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქალაქ მელბურნში კარანტინი ხელახლა გამოცხადდება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვიქტორიას შტატის პრემიერის, დანიელ ანდრიუსის განცხადებით საკარანტინო რეჟიმი ძალაში 6 კვირის განმავლობაში იქნება.
ადამიანებს სახლების დატოვების უფლება მხოლოდ საკვები პროდუქტების საყიდლად, სამსახურში ან საავადმყოფოში წასასვლელად, ასევე სავარჯიშოდ შეეძლებათ.
ავსტრალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ასევე, შეგახსენებთ, რომ:
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ავსტრალიაში ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსის შტატებს შორის საზღვარი ჩაიკეტა.
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, გალისიის რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მატების გამო, კარანტინი დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლესტერშიც გამოცხადდა.
ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ერთ-ერთ ოლქში მკაცრი კარანტინის რეჟიმი აღდგა.
გერმანიაში, ვარენდორფისა და გუტერსლოუს რაიონებში საყოველთაო კარანტინი ხელახლა გამოცხადდა.
ესპანეთში, პროვინცია უესკაში კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო, საკარანტინო რეჟიმი კვლავ ამოქმედდა.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.











