თუ ექიმი ენტონი ფაუჩი მეტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, აუცილებლად გავიკეთებ აცრას. შემიძლია ეს საჯაროდ, კამერების წინ გავაკეთო და ვუთხრა ადამიანებს, რომ მეცნიერობას ვენდობი,- ამის შესახებ აშშ-ს ექსპრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა.
„გასაგებია ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ეჭვები, თუმცა მინდა შევახსენო თანამოქალაქეებს, რომ მხოლოდ ვაქცინაციით მოხერხდა ისეთი საშიში დაავადებების დამარცხება, როგორიცაა პოლიომელიტი, წითელა და ჩუტყვავილა“, – განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა.
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს ავტორიზაციისთვის Pfeizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების ავტორებმა უკვე მიმართეს.











