კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის, ტყუპი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება – ამის შესახებ კლინიკა “ბომონდის” ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ბარათაშვილმა განაცხადა.
მისის თქმით, კოვიდმა ჩვილებს ისე დაუზიანა ფილტვები, რომ ძალიან ძნელი გახდა მათ გადასარჩენად ბრძოლა.
“მძიმე რჩება ისევ, აპარატზე არიან, ორივეს მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ჯერჯერობით, რაიმე გარდამტეხი მომენტი უკეთესობისკენ არ დამდგარა. 17 დღე ვინარჩუნებთ მათ სიცოცხლეს, თუმცა, კოვიდმა ისე დაუზიანა ფილტვები, რომ ძალიან ძნელი გახდა ბრძოლა. ამ ეტაპისთვის უკიდურესად კრიტიკულად მძიმე რჩებიან. კოვიდურმა პნევმონია მთლიანად მოიცვა მათი ფილტვები,” – განაცხადა მარინა ბარათიშვილმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას.
ცნობისთვის, თბილისში, კოვიდინფიცირებული 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპი გააჩინა.











