საქართველოში Covid 19-ის მიმდინარე 38 300 შემთხვევიდან 1 180 პირის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი.
922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 473 – თბილისში, 241 – აჭარაში. 32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში, კორონავირუსის 5076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1126 ადამიანი.











