ქუთაისში კორონავირუსით ექიმი, ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ ტრავმატოლოგი, ზურაბ არდაზიშვილი მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.
არდაზიშვილის მდგომარეობა თავდაპირველად დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით „იმედის კლინიკის“ ექიმი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა.











