დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ევროპაში ყველა მთავარ სიკვდილიანობის მიზეზს გადააჭარბა.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი ძალიან რთული და სერიოზული პრობლემაა და ეს უნდა გავითავისოთ.
“განსაკუთრებით რთული ვითარებაა ევროპაში, ახალი შემთხვევების 45-% მოდის ევროპაზე, ბოლო ორი კვირის მონაცემებით კორონავირუსით სიკვდილიანობამ ევროპაში გადააჭარბა თითქმის ყველა მთავარ სიკვდილიანობის მიზეზს, მათ შორის კიბოს, მათ შორის ინსულტს და მეორე ადგილზეა გულის იშემიური დაავადების შემდეგ. ძალიან რთული და სერიოზული პრობლემაა და ეს უნდა გავითავისოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “რუსთვი 2-ის” ეთერში.
საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა – 27 ნოემბრის მონაცემები











