თელავის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, კორონავირუსი დაწესებულების თანამშრომელსა და მის მცირეწლოვან შვილს დაუდასტურდა. კოვიდ-19 ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გახანგრძლივებული სწავლების ორი ჯგუფი, ბაღში სრულად დაიკეტა.
თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ჯგუფები 13 დღის განმავლობაში, თვითიზოლაციაში იქნებიან.
„ორივე ჯგუფში ირიცხება დაახლოებით 60 აღსაზრდელი, თუმცა რეალურად დადიოდა 20 ბავშვი.ყველა გაშვებულია თვითიზოლაციაში და ასევე სახლში, თვითდაკვირვების რეჟიმში დარჩება, ჯგუფის ძიძაც. რაც შეეხება , ინფიცირებული დედა- შვილის ჯანმრთელობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ორივე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დეზინფექცია ბაღში უკვე ჩავატარეთ და კიდევ ვაპირებთ“, – განაცხადა ლუარსაბიშვილმა „პრაიმტაიმთამნიუსთან“.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავის კიდევ ორ საბავშვო ბაღში, 88 აღსაზრდელი და 9 აღმზრდელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 1 მარტიდან განახლდა. ბაღის თანამშრომლებს კორონა ვირუსზე სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ.
კოროვირუსი დაუფიქსირდა გურჯაანის ერთ-ერთ სკოლის პედაქოგს და მის ოჯახს. თვითიზოლაციაში გადასულია ორი კლასი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











